86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი სერ ბობი ჩარლტონი.
მან 1966 წელს ინგლისის ნაკრების შემადგელობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბობი ჩარლტონი 1973 წლიდან 2017 წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. მისი რეკორდი უეინ რუნიმ მოხსნა.
სულ მან „იუნაიტედის“ რიგებში 758 მატჩი ჩაატარა და 249 გოლი გაიტანა.
ჩარლტონმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 106-ჯერ იასპარეზა და 48 გოლი გაიტანა.
1994 წელს ბობი ჩარლტონი ინგლისის დედოფალმა რაინდად აკურთხა.