ბოლო ორი წლის განმავლობაში სლოტ კლუბებში საქართველოს მოსახლეობამ 3 60 მილიონი ლარი ითამაშა, აქედან 110 მილიონ ლარზე მეტი წააგო.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, შემოსავლების უმრავლესობას სლოტ კლუბის ხელმძღვანელობა მალავდა და სახელმწიფოს მხოლოდ 15 %-ს უჩენდა.
კონკრეტულად, რა თანხას მალავდნენ სლოტ კლუბების ხელმძღვანელობა და რა სქემით მოქმედებნენ ისინი დღეს გახდებას ცნობილი.
აღნიშულთან დაკავშირებით 13 საათზე, შემოსავლების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ სლოტ კლუბებსა და ტოტალიზატორებში შესაბამისი შემოწმება უწყებამ ცოტა ხნის წინ ჩაატარა.