ამერიკულმა გამომცემლობამ „Allliance Pub" გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის რომანი „IRATTA.RU", გამოსცა.
რომანი 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებს ეხება.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, რომანის მიხედვით კომპიუტერული თამაშიც შეიქმნება, რათა მსოფლიომ ამ სახითაც ნახოს, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში.
იგეგმება წიგნის თარგმნა და ამერიკაში გამოცემა. მანამდე კი წიგნის პრეზენტაცია ჯერ თბილისში, შემდეგ ნიუ-იორკში შედგება.
თბილისში რომანის პრეზენტაცია კვირას, 26 დეკემბერს, 14:00 საათზე "NEW ART" კაფეში გაიმართება.