გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. მას აეროპორტში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი დახვდა.
გერმანიის კენცლერი უცხო ქვეყნის პირველი უმაღლესი პირია, ვინც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში ჩავიდა.
"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით", - თქვა კოენმა.
შოლცი პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
მანამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში შეხვდა იორდანიის მეფე აბდულას მეორეს. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კანცლერმა ირანი და „ჰეზბოლა“ გააფრთხილა, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ომში არ ჩაერთონ.