შსს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში, ტარიბანის ტერიტორიაზე, ლითონის მილების ქურდობის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, დაკავებული არიან სოფელ ოზაანში მცხოვრები ზურაბ სულაშვილი და ამავე სოფლის მკვიდრი გივი ჩალახეშაშვილი.
მათ მიერ მიწიდან ამოღებული და დანაწევრებულია ნავთობკომპანია "ფრონტერას" კუთვნილი 800 მეტრი მილსადენი, რომელიც ჯართში ჩასაბარებლად იყო გამზადებული.
როგორც დედოფლისწყაროს პოლიციაში განაცხადეს, ნივთმტკიცება ამოღებულია.
დაკავებულებს დედოფლისწყაროს სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები