საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისის „მიხეილ მესხი არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 8:0 დაამარცხა.
გოლები გაიტანეს ზურიკო დავითაშვილმა (2), ლუკა ლოჩოშვილმა(1), გიორგი მიქაუტაძემ(4), ხვიჩა კვარაცხელია (1).
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს ისევ თბილისის „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს და ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.