დღეს, 22 დეკემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" წარმომადგენლები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ბრიფინგი 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების დაწყების დღესთან უკავშირდება.
აქვე გაიმართება ამ მოვლენის დაწყების ამსახველი გამოფენა ღია ცის ქვეშ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ფოტოსურათები.