23 დეკემბერს ქართველი მხატვრის, პოეტის, საქართველოს ეროვნული ჯილდოსა და ფიროსმანის პრემიის ლაურეატის, ირაკლი ფარჯიანის გარდაცვალებიდან 19 წელი სრულდება. იგი 1991 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა.
ირაკლი ფარჯიანი 1950 წლის 22 მაისს ზემო სვანეთში, მესტიაში დაიბადა. 1968-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. აქ ჩამოყალიბდა მისი მხატვრული სტილი.
ირაკლი ფარჯიანი თავისი შემოქმედებით აბსტრაქციონისტი და იმაგინაციური რეალისტია, თუმცა ნატურმორტებისა და პეიზაჟების ავტორიცაა. ფარჯიანის საყვარელი ჟანრი იყო მინიატიურა, რელიგიური თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი ფერებით. 80-იან წლებში ის თვითონ იწყებს პასტელის ფერების დამზადებას და ამით საფუძველს უყრის მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.