რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის"ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები შეიმჩნიოს და რეაგირება იქონიოს, დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცესითა და ახალი შეზღუდვების დაწესებით.
"რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე.
საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს რეაგირება მოახდინოს, ან თუნდაც შეიმჩნიოს მოსკოვის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსება გახლავთ.
ამის ნაცვლად, „ოცნება'' დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით. ყოველივე ამის მიზანია დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსიტუტების მოსპობა, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟი, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას," - ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.