საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესს სოციალუერ ქსელში ეხმიანება.
„მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას, როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.