საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ხუთი დეპუტატი დაესწრება, ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი , თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.
უცნობია, ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში განხილვაზე დასასწრებად.