ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს იმოქმედოს კიდევ 45 დღის განმავლობაში. ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია სტიქიური უბედურებისთვის, მაგრამ არ შეიცავს უკრაინის დახმარებას.
როგორც CNN იუწყება, კონგრესში 335-მა წარმომადგენელმა 91-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, რის შემდეგაც იგი გადაეგზავნა სენატს, სადაც მიიღეს 88 ხმით, 9-ის წინააღმდეგ. ხელი მოაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
”მოკლევადიანი დაფინანსების ღონისძიება არ ითვალისწინებს უკრაინის ახალ დახმარებას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში,” - აღნიშნავს CNN.
ამასთან, თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ შეწყდება.
„მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში არ არის ახალი დაფინანსება ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი შეფერხდეს. მე სრულად ველი, რომ სპიკერი დაიცავს თავის ვალდებულებას უკრაინის ხალხის მიმართ და გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც საჭიროა უკრაინის დასახმარებლად ამ კრიტიკულ მომენტში“, - განაცხადა ბაიდენმა.