რუსეთის ხელისუფლებამ როგორც ჩანს გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტისათვის მიხეილ სააკაშვილისათვის თავისებურად მიელოცა დაბადების დღე. დღეს 21 დეკემბერს, მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" გაიხსნება მონუმენტი სახელწოდებით - "ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით", - მონუმენტი არის ანალოგი ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალისა".
აღნიშნული მონუმენტის გახსნაში პირადად მიიღებს მონაწილეობას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი. "მონუმენტი რომელიც მოსკოვში გაიხსნება დიდი სამამულო ომის მონაწილე ყველა რესპუბლიკის წარმომადგენლებისა და ყველა ეროვნების ჯარისკაცის ხსოვნისადმია მიძღვნილი, რომლებიც სამშობლოს ფაშიზმისაგან იცავდნენ", _ ნათქვამია რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მემორიალის გახსნას ასევე დაესწრებიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ქართველი ოპოზიციონერები - ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი.