სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია. აღსანიშნავია, რომ აბულაძე კარიერაში მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და დღეს პირველად მოიპოვა ჩემპიონობა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე თურქ, უკრაინელ და ფრანგ მეტოქეებს აჯობა. საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი მურად მამადოვი დაამარცხა.
ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. 2021 და 2022 წლებში მიზნამდე თითო გამარჯვება დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.