ახალი წლისთვის მორიგი ამნისტია იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, კომისია 200-მდე მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს.
შეწყალების კომიიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ინფორმაციით, ბევრ საქმეზე უკვე წინასწარ ითქვა უარი, რადგან ზოგიერთს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ცუდი დახასიათება ჰქონდა, ზოგს კი სასჯელის ის ვადა არ აქვს მოხდილი, რაც კომისიას შეწყალების შესაძლებელობას აძლევს.
მისივე თქმით, შეწყალებაზე უარი არ ნიშნავს საბოლოოდ უარს. მსჯავრდებულებს უფლ;ება აქვთ ექვსი თვის შემდეგ კვლავ მიმართონ პრეზიდენტს შეწყალებისათვის.