დღეს, 21 დეკემბერს, 18:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე სასამართლოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
ანგარიში შეიცავს ინფორმაციას სასმართლოს საქმიანობის და 2010 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
ანგარიშის წარდგენას მოსამართლეები, ადვოკატები, საქართველოს იუსტიციის საბჭოს, მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ჟურნალისტთა გზამკვლევის "სასამართლოში" პრეზენტაცია და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში მომზადებული სხვა გამოცემების გამოფენა.
სტუმრები აგრეთვე დაათვალიერებენ ნაფიც მსაჯულთა დარბაზსა და სათათბირო ოთახს.
ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.