“პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს” - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.