სადაც საზოგადოების წარმომადგენლების როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი, როდესაც ჩვენ ვართ მისული ევროპის კარებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ახლა გადამწყვეტი ეტაპი აქვს.
„ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ცხოვრებაში თავისით არ მოდის არაფერი და ეს მთავარი გზა, რაც არის გასავლელი, არის ყველას ერთად გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს მალე წავალ პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. შეიძლება, ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ ყველას გვინდა ეს ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს. სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ. არავინ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს, ის, ვინც ამას ეცდება, თვითონ დაიკარგება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.