ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა სასტუმროის ხელმძღვანელები დააკავეს. ოპერაციის შედეგად დაკავებულია 13 ადამიანი. ესენი არიან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის და კახეთის სხვადასხვა სასტუმროის მფლობელები.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ეს პირები რეგულარულად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას.
"აღნიშნული პირები რეგულარულად დებდნენ გარიგებებს მოქალაქეებთან და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეწეოდნენ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასა და მათ შემდგომ რეალიზაციას. აღნიშნული ქმედებით დიდი მატერიალური ზარალი მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ირინა ბერიძემ ბრიფინგზე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.