ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. ქართველი სპორტსმენი სამივე ოქროს მედლის მფლობელია.
საუდის არაბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე პირველი მოძრაობის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი აკვრაში გახდა, ასევე ჩემპიონია ორჭიდის ჯამში.
ლაშა ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 220 კგ. დაძლია. აკვრაში მისი შედეგია 245 და 253 კგ. დააფიქსირა.
ორჭიდის ჯამში კი ლაშა ტალახაძის მიერ დაძლეული წონა 473 კგ-ია.
მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ქართული სპორტის ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.