კესარია მგელაძე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა შორის.
ბათუმელი კესარია მგელაძე 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
კესარია მგელაძე 9-იდან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.