დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხთან წარმოჩენა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, ლევან ბეჟაშვილი მოუწოდებს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურიპარტიებს არ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი.
“დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხთან წარმოჩენა, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის ერთის მხრივ არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულებისათვის იცლის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები, ეს ბუნებრივია ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუციის წარმოჩენა. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა დაიხუროს და ამას მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობას იღებენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებზე და მათი პარტიის საარჩევნო ბლოკით გასულ დეპუტატებზე პასუხისმგებლობას ევრ აიღებენ.
„ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ის სიმულაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისათვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.