სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ აარონ გრინბერგთან ერთად არასრულწლოვანთა № 11 დაწესებულებას ეწვია.
მინისტრმა სტუმართან ერთად UNICEF -ის დახმარებით გარემონტებული დაწესებულების ადმინისტრაციული კორპუსი მოინახულა და მიმდინარე სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო.
არასრულწლოვანთა ადმინისტრაციული კორპუსში სრულად გარემონტდა შეხვედრების, მსჯავრდებულთა სასწავლო, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების ოთახები, ასევე მოეწყო ჯგუფური შეხვედრების აუდიტორია.
უახლოეს მომავალში დაწესებულების ტერიტორიაზე გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც დასრულდება.