პარლამენტში დღეს ბიუროს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. დეპუტატები იმ კანონპროექტებს განიხილავენ, რომლებიც საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
დღესვე საკანონმდებლო ორგანოში საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მცირე ბიზნესში მოსალოდნელ პროგრესზე იმსჯელებენ.
მიღებული კანონების ამოქმედებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ ცნობილი გახდება, რამდენად გაუმჯობესდა ცალკეული მეწარმეების მდგომარეობა.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილება ასევე საგაზაფხულო სესიაზე განსახილველი პროექტები.