რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის ძალები საზღვაო უპილოტო აპარატებით ყირიმის ხიდს თავს დაესხნენ. მათივე მტკიცებით, 2 სექტემბრის ღამით, სამი უპილოტო კატერი გაანადგურეს.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ 1-ელ სექტემბერს, გვიან საღამოს უკრაინული საზღვაო უპილოტო აპარატი ყირიმის ხიდზე თავდასხმას ცდილობდა და ის შავი ზღვის აკავატორიაში განადგურდა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის 12 საათიდან ყირიმის ხიდზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით დაიკეტა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ხიდზე მოძრაობა აღდგენილია.