საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. კაბო ვერდეს შემდეგ, ქართველებმა ვენესუელაც დამაჯერებლად დამარცხეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. საქართველოსა და ვენესუელის შეხვედრა 70:59 დასრულდა.
მომდევნო ეტაპი 1-ელ სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად გერმანიასა და ავსტრალიასთან იბრძოლებს. ეს ორი გუნდი E ჯგუფიდან გავიდა, საქართველო და სლოვენია – F ჯგუფიდან. ამ ოთხი გუნდიდან კი 1/4 ფინალში ორი ითამაშებს.