სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", ქუთაისში, 2009 წლის "დიდების მემორიალის" აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბესელიას მოძრაობა, აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება აკისრებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შედეგად დედა-შვილ ჯინჭარაძეების დაღუპვაში ბრალი ხელისუფლებას მიუძღვის.
"ერთი წელი გავიდა ქუთაისში ,,დიდების მემორიალის" აფეთქებიდან, რომელმაც აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, დედა-შვილი ჯინჭარაძეების ტრაგიკული გარდაცვალება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტრაგედიას საზოგადოების საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დაიდო ფაქტის შესწავლისა და ობიეტური გამოძიების პირობა, მთავარმა დამნაშავემ - ხელისუფლებამ შეძლო პასუხისმგებლობის არიდება. დღეს ისევე, როგორც ერთი წლის წინ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მწუხარებას მომხდარის გამო და კვლავ ავღნიშნავთ, რომ 2009 წლის 19 სექტებმრის ტრაგიკულ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და სააკაშვილის რეჟიმს ეკისრება", - განმარტებულია განცხადებაში.