კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდესთან გამართა და ანგარიშით 85:60 დაამარცხა.
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე F ჯგუფის მატჩებს იაპონიის კუნძული ოკინავა მასპინძლობს.
ჯგუფში მთავარი მატჩი საქართველოს 28 აგვისტოს ელის, ჩვენი მეტოქე სლოვენია იქნება.