„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფლებაზე დიდი მიღწევა არც ერთი ერისთვის არ არსებობს და უფალმა ინებოს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყოს! უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას. ასევე, უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას. მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე ოციალურ ქსელში.