ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართული ქალთა მუნდიალი დასრულდა - ესპანელების გამარჯვებით, რომელმაც ფინალში ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
გადამწყვეტი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონა გარსიამ გაიტანა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი აიტანა ბონმატი დასახელდა.
ამ დრომდე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელები იყვნენ: აშშ (ოთხჯერ), გერმანია (ორჯერ), ნორვეგია და იაპონია.