WikiLeaks-მა გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი საიდუმლო მასალა, რომელიც აზერბაიჯანს ეხება.
ამჯერად გამოქვეყნებულია ბაქოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დონალდ ლუს წერილი, რომელიც 2008 წლის 22 აგვისტოთი თარიღდება და მასში შეფასებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ბაქოში კომპანია British Petroleum (BP) სამთო-საძიებო დარგში დირექტორთან ენდრიუ ინგლისისთან ალიევის რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა "საქართველოს მხარდაჭერას უცხადებდა", თუმცა, თავად ალიევი სააკაშვილის ღია მხარდაჭერისგან თავს იკავებს.
ამასთან, ილაჰამ ალიევი აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარკინიგზო ხიდების აღდგენა, რომელიც რუსებმა აგვისტოს ომის დროს დაანგრიეს და მან ომის დროს მოსკოვში დარეკა და სთხოვა, რომ არ დაუშვან საქართველოში გაზსადენის, ყულევის ტერმინალის განადგურება, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ.
გამოქვეყნებული წერილის თანახმად ალიევმა დაადასტურა, რომ გაზის და ნავთობის გატანას დასავლეთში აპირებდა, ამასთან აღიარა, რომ გაზის ნაწილს ასევე რუსეთს, ხოლო ნავთობს ირანსაც მიყიდდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთს გაზის 2 მილიარდი კბ.მ.-ს მიყიდიდა და ამის მიზანი "თურქეთზე ზეწოლა იყო", რომ გაეფორმებინა გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით ბაქოსთვის მომგებიანი ხელშეკრულება.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ენდრიუ ინგლისითან საუბრისას ილხამ ალევმა განაცხადა, რომ "მე არ ვჩქარობდი სააკაშვილის მხარდაჭერას, რადგანაც ეს არაფერს არ გადაწყვეტდა".
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში განვითარებული მოლენებიდან გამომდინარე, რომელსაც დასავლური ორიენტაცია ჰქონდა, იგი ამის შემდეგ არ აპირებს რუსეთთან არსებული პოლიტიკა შეცვალოს.