მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდა კითხვების არსებობაში, როდესაც მოვისმინეთ მავნებლური უპასუხისმგებლო განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც სტიქიას გაადრჩენილებს დასცინებს და შემდეგ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენებს.
„ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების, მთავრობის თუ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. დღეს უკვე აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, პოლიტიკურად არ უნდა მივუდგეთ, სწორედაც რომ პოლიტიკურად უნდა მივუდგეთ, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ჯერ ადამიანებს და ვინც გადაურჩა სტიქიას მათ ასე დასცინის და ხვალ, ზეგ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. სწორედ ინტერპელაციის პროცესი ამას ითვალისწინებს, რომ ჩვენ იქ გვექნება საშუალება დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც აწუხებს არა ამ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკურ ძალას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მოსახლეობას, რა კითხვებიც ძალიან ბევრი გაჩნდა დღეს ქვეყანაში.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.