ყირიმის ხიდთან ისევ აფეთქებების ხმა ისმის. Telegram-არხები სულ მცირე რვა აფეთქების შესახებ იტყობინებიან.
ამავდროულად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ე.წ. გუბერნატორი სერგეი აქსიონვი იუწყება, რომ ქერჩის სრუტის თავზე კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს.
მანამდე, 12 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე პირველი შეტევის შემდეგ მოძრაობა იყო ჩაკეტილი.
12 აგვისტოს რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა სცადეს. ხიდზე მოძრაობა შეწყდა, შემდეგ კი კვლავ აღდგა.