საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი! თუ ჩემი დანაშაულია, ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში წინსვლის ხორცშესხმა, მზად ვარ, პასუხი ვაგო, - ამის შესახებ ნათქვამია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში
"მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი!
თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა;
თუ ჩემი დანაშაულია, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფების, თავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში წინსვლის ხორცშესხმა, მაშინ, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო საკუთარი ხალხის წინაშე!
თითოეული თქვენგანისგან უამრავ წერილს და გამოხმაურებას ვკითხულობ.
მინდა ყველას გთხოვოთ, მოვემზადოთ და ერთად შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!“ - ნათქვამია განცხადებაში.