მოსკოვის ოლქში, ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
მოსკოვის ოლქში, სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 52 ადამიანი.
გამომძიებლების თქმით, ინციდენტის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა გახდა. სისხლის სამართლის საქმე საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით აღიძრა.