მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა რუსეთის დედაქალაქთან დრონი გაანადგურეს.
მანამდე, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროებით წყვეტენ ფრენების მიღებას და შესრულებას.
მათივე განცხადებით, ვნუკოვოს აეროპორტიდან დაგეგმილი რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებიდან შესრულდება.