შოთა არველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩში ითამაშა.
Game4Ukraine ჩელსის საშინაო არენა ''სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა. ერთმანეთს ფეხბურთის, კინოსა და მუსიკის ცნობილი ვარსკვლავების ორი გუნდი, ანდრი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს ხელმძღვანელობით დაუპირისპირდნენ.
შევჩენკოს გუნდს (ლურჯ ფერებში) „ჩელსის“ქალთა გუნდის მწვრთნელი – ემა ჰეისი ხელმძღვანელობდა, ხოლო ზინჩენკოს გუნდს – „არსენალის“ ლეგენდა არსენ ვენგერი.
შოთა არველაძე მოედანზე ორჯერ შევიდა. პირველად მას მომენტი ჰქონდა, მაგრამ ქართველმა კარში ზუსტად ვერ დაარტყა, ხოლო მეორე გოლის დროს შოთას არ გაუმართლა და ბურთი ვილიამ გალასს მიუვიდა, რომელმაც როგორც აღშვნიშნეთ, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ანგარიში „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ საფეხბურთო საქველმოქმედო მატჩში ზინჩენკოს გუნდმა გახსნა, მარკ ნოუბლის გოლით ყვითლები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც კლაარენს ზეედორფმა ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. დარიო სრნამ მეორე ტაიმში ზინჩენკოს გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა ვილიამ გალასმა გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დამთავრდა.
საქველმოქმედო მატჩიდან შესული თანხა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსების მიერ დაბომბილი სკოლის აღდგენას მოხმარდება.