ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
მისი თქმით, ცხედრები გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები.
„მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთხვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები“, – განაცხადა აზარაშვილმა.