"ქართული პარტია" დევნილებს სოლიდარობას უცხადებს.
"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, მოახლოებული შობის დღესასწაული პომპეზურად აღნიშნოს. მან თბილისის ქუჩები მორთო ქრისტიანული ატრიბუტიკით, მაგრამ, ამავე დროს, იქცევა ჰეროდესავით, რომელმაც იესო ქრესტეს შობის წინ უამრავი ბავშვის სისხლის დაღვარა", - ეს განცხადება "ქართული პარტიის" ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის შენობის წინ დევნილთა მხარდამჭერ მიტინგზე გამოსვლის დროს განაცხადა.
სუბარის თქმით, დევნილები, მასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ თუ სააკაშვილის ხელისუფლება მათ კიდევ ერთხელ აიძულებს საცხოვრებელი სახლების დატოვებას, მაშინ ისინი აფხაზეთში გადავლენ და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ თავშესაფარს.
"თუ უკვე მრავალგზის დევნილი ადამიანები ასეთ უკიდურეს ნაბიჯს გადადგამენ, იმედია, აღარავის მოუბრუნდება ენა, მათ "მოღალატეები" უწოდოს. თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს", - აცხადებს "ქართული პარტიის" თავმჯდომარე.