„ნაცმოძრაობის“ პარტიული არჩევნები იყო სიყალბე, მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება იყო სიყალბე, რადგან არჩევნების შემდეგ სააკაშვილი არ გათავისუფლდა. ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ მუხტი იშლებაო და ახლა გაცილებით მცირემასშტაბიანი მიტინგებია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„„ნაცმოძრაობას“ ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია, მაგრამ ის რომ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ცალკე დაამარცხებს, ამის იმედი არ მაქვს. ვისაც ამ ქვეყნის წარმატება უნდა, ისეთ კონფიგურაციას უნდა უგულშემატკივროს, სადაც ხელისუფლება დამარცხდება. სიყალბით არაფერი იცვლება. ოპოზიციის კონფიგურაცია გონივრულად უნდა იყოს მომართული, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს. „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არ მაინტერესებს, მაგრამ მოქალაქეები ხედავენ, რომ სააკაშვილი ისევ ციხეშია, ასობით მიტინგები არ ტარდება. სააკაშვილი მაშინ გათავისუფლდება, როცა ივანიშვილი დამარცხდება. ამომრჩეველმა უნდა დასვას კითხვა, რატომ სჯეროდათ, რომ ვინმე სააკაშვილს გაათავისუფლებდა და ციხეში შევარდებოდა?“ – განაცხადა დეკანოიძემ.