რუსეთის ძალების მიერ სუმის პროფესიულ სასწავლებელზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ Telegram-ზე დაწერა, რომ ამ საღამოს დასრულდა დარტყმის ადგილის ნანგრევებისგან გაწმენდა.
„მხოლოდ საღამოს დასრულდა სუმში იმ ადგილის ნანგრევებისგან გაწმენდა, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ტერორისტებმა დაარტყეს ქალაქის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას. ორი ადამიანი დაიღუპა... ვუსამძირებ ოჯახის წევრებსა დ ახლობლებს. იცი ადამიანი დაშავდა ამ დარტყმის შედეგად.
სრულად დანგრეულია სასწავლებლის სასწავლო კორპუსი: ოთხი სართული რაკეტამ გაანადგურა. დაზიანებულია საერთო საცხოვრებელი, სახლები, ეკლესია და საკვირაო სკოლის შენობაც კი.
რუსი არაადამიანები მსოფლიოს ყოველდღე აძლევენ არგუმენტებს, რომ მხოლოდ რუსეთის დამარცხებას და უკრიანისთვის მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებს შეუძლია უსაფრთხო გახადოს ცხოვრება ამ ტერორისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.