ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართული ოცნების რიტორიკა წარმოადგენს ბოდვას და ერთი-ერთში იმეორებს პუტინის რუსეთის, ლუკაშენკოსა და იანუკოვიჩის რეჟიმის პროპაგანდას დასავლურ შეთქმულებასა და იქიდან ჩვენი ქვეყნისთვის მომავალ საფრთხეებზე.
„რეალურად, გარდა იმისა, რომ ეს სამარცხვინოა, სწორედ ივანიშვილის რეჟიმის ეს ნაბიჯები აყენებს უზარმაზარ ზიანს ჩვენს უსაფრთხოებას, იმიტომ რომ დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში და დაუცველს გვტოვებს პირისპირ ჩვენს მტერ რუსეთთან“ - თქვა გიგა ბოკერიამ.