იტალიაში მიმდინარე მსოფლო ჩემპიონატზე ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ფინალში ამერიკელ ელი დერშვიცთან 6:15 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნახევარფინალში სანდრომ ეგვიპტელ ზიად ელსისის 15:14 მოუგო. მანამდე კი გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანის, ამერიკელ მიჩელ სერონისა და იაპონელ კენტო იოშიდას სძლია.