ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. მან ნახევარფინალში ეგვიპტელი ზიად ელსისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრაში 15:14 გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში სანდრომ იაპონელი კენტო იოშიდა 15:9 დაამარცხა. მანამდე კი გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანისა და ამერიკელ მიჩელ სერონის სძლია.
სანდრო ფინალში ამერიკელ ელი დერშვიცს შეხვდება.