რუსული მედია და ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა. დაზიანდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მდებარე შენობა, ასევე ერთი დრონი მოხვდა მოსკოვის ბიზნეს-ცენტრს.
ტელეგრამ-არხის Shot-ის ინფორმაციით, დილის 4 საათზე მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა, რასაც ქალაქის თავზე აფეთქებები მოჰყვა. ასევე მათივე ცნობით, აფეთქებები იყო ლიხაჩევის ქუჩაზე მოსკოვის ბიზნეს-ცენტრში. „შენობაში, სადაც მდებარეობს „ლერუა მერლენი“, ზედა სართულებზე ჩაიმსხვრა ფანჯრები. წინასწარი მონაცემებით, სწორედ იქ შეფრინდა უპილოტო საფრენი აპარატი“, - წერს Shot
ამავე დროს ტელეგრამ-არხი Mash იუწყება, რომ კომსომოლსკის გამზირზე, შენობაში, რომელიც რუსეთის თავდაცვის შენობასთან ახლოს მდებარეობს, ჩამსხვრეულია მინები. შენობის გვერდით კი ნაპოვნია დრონის ნამსხვრევები.
ამ დროისათვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება