„ვნახეთ მინიშნებები, რომ რუსეთი ემზადება პოტენციურად შეუტიოს სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით". ამის შესახებ თეთრი სახლის მთავარი პრესმდივნის მოადგილემ, ოლივია დალტონმა განაცხადა. იუწყება CNN
როგორც ოლივია დალტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები შავი ზღვის საპორტო ქალაქებზე, უკრაინაზე თავდასხმის ნაწილია და არის მცდელობა, აღადგინოს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, რაც ძლიერ გავლენას მოახდენს სასურსათო დაუცველობაზე.
„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი ემზადებიან, რათა პოტენციურად შეუტიონ სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით. ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ განიხილავდნენ ნებისმიერ სამოქალაქო გემს შავ ზღვაში, შესაძლო გადაზიდვად, რომელიც შეიცავდა სამხედრო ტვირთს. ღრმად შეშფოთებულები ვართ ამით“, – განაცხადა დალტომა.