"ყველანაირი სპეკულაციების აგორება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე და მერე იმედგაცრუებები, რომ არ შედგა ესა თუ ის გაერთიანება, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება".- აცხადებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე.
მისი თქმით, მსგავსი სპეკულაციების ნაცვლად, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაზარდონ მათ გარშემო რწმენის მქონე ადამიანებისა და მხარდამჭერების რაოდენობა.
"მხოლოდ ამის შემდეგ, შინაარსზე ბევრი საუბრის შემდეგ, ადამიანთა დარწმუნების შემდეგ, თუ როგორი ცვლილება უნდა მოხდეს, უნდა ვიფიქროთ, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს შინაარსობრივი სიახლოვე და ვისთან ღირს პრაგმატულად არჩევნების წინ გაერთიანება, რათა ამომრჩეველთა რაოდენობა გამსხვილდეს ბარიერის გადასალახად. ეს არის სწორი და არა ის მუდმივი სპეკულაციები, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების შიგნით".- ამბობს ბოკერია.