გამოცემა „ბაზის“ ცნობით, მოსკოვში, ქალაქ ჩიტის მკვიდრმა ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადა.
გამოცემის ინფორმაციით, 37 წლის კონსტანტინ სტაჩუკოვი, 17 ივლისს, თავისი დაბადების დღის წინ, წითელ მოედანზე მივიდა და მავზოლეუმის მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. „მოლოტოვის კოქტეილი“ ქვაფენილზე დავარდა და აალდა.
კაცი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით.