გასულ ღამეს ყირიმის ხიდზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის მხარეს ანექსირებულ ყირიმთნ აკვშირებს, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, „საგანგებო შემთხვევა“ კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში მოხდა. ინციდენტის მიზეზები არ სახელდება.
თუმც ადგილობრივი წყაროები ორი ძლიერი აფეთქების შესახებ იტყობინებიან, ტელეგრამ-არხებზე გამოქვეყნებულ ფოტოსურათებში ჩანს, რომ ხიდი სერიოზულად არის დაზიანებული. ამასთან, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი 14 წლის შვილი კი დაშავდა.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ქერჩის სრუტის გავლით მოძრაობა გააჩერა. ხოდის ორივე შტო, საავტომობილო და სარკინიგზო და საბორნე გადასასვლელი დაკეტილია.