უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, უკრაინა უზრუნველყოფს ევროპის დაცვას რუსული ტერორისგან. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ არ არსებობს ისეთი რუსული რაკეტა, რომელსაც უკრაინელები ვერ ჩამოაგდებენ. და როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, და ეს მოხდება, უკრაინა უზრუნველყოფს რეალურ თავისუფლებას და მთელი ევროპის დაცვას რუსული ტერორისგან. ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება იწყება აქ, უკრაინის სუვერენიტეტისა და უკრაინის ძალით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 16 ივლისს უკრაინა აღნიშნავს სახლემწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღებას.
„ჩვენი სახელმწიფო არასდროს იტყვის უარს სუვერენიტეტზე. და ეს უკვე ცხადია მთელი მსოფლიოსთვის. როგორიც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება დაცული იქნება. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ყოველ წელს უკრაინა ძლიერდება. ის დაეხმარება თავისუფალ ერებს დაიცვან სუვერენიტეტი და ააშენებს საერთო უსაფრთხოება. უკრაინა ამას შეძლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.